გედევან ფოფხაძე თინა ბოკუჩავას: ბავშვების გაუპატიურების ნებართვას ვაძლევთ ვინმეს?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გედევან ფოფხაძესა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრ თინა ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ოპონენტებს შორის კამათი სკოლამდელი აღზრდის კანონპოექტმა გამოიწვია.
„ბავშვების გაუპატიურების ნებართვას ვაძლევთ ვინმეს?!”, – ასე მიმართა გედევან ფოფხაძემ უმცირესობის წევრს და განმარტა, რომ აღნიშნულ კანონპროექტში ამორალური არაფერია.
“სკოლამდელი განათლების კანონპროექტი შემოგთავაზეთ, გვგონია, რომ კარგია და იმის მაგივრად, რომ ამაზე გველაპარაკა, მორალზე გველაპარაკებით და მახსენებთ იმას, რომ ადამიანის უფლებების კომიტეტს მორალი არ აქვს. რა ნახეთ ამ კანონში ამორალური? ბავშვების გაუპატიურების ნებართვას ვაძლევთ ვინმეს?!”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები