კადიროვი პუტინისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ინიციატივით გამოდის

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რამზან კადიროვი, რომელიც ამ თანამდებობაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დანიშნა, პუტინისთვის ნობელის პრემიის მინიჭების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.
„აბა, კიდევ ვინ დაიმსახურა ნობელის პრემია, თუ არა პუტინმა. მერკელმა და ობამამ? რა თქმა უნდა, არავინ“, – განაცხადა კადიროვმა.
კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ ის პუტინით აღფრთოვანებულია. გარდა ამისა, კადიროვმა ბარაკ ობამა გააკრიტიკა და დასძინა, რომ ის დემოკრატიის აუცილებლობაზე საუბრობს, ამ დროს კი რამდენიმე სახელმწიფო გაანადგურა და ასიათასობით ადამიანი დახოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები