„ვოლვო“ რუსეთიდან 3 ათასზე მეტ ავტომობილს უკან იწვევს
შვედური ავტოკონცერნი „ვოლვო“ რუსეთიდან 3 ათას 316 ავტომობილს უკან იწვევს. ამის მიზეზი ავტომობილების კომპიუტერებში პროგრამული ხარვეზები გახდა. კერძოდ, „ვოლვო“ წუნის გამო იწვევს XC60, V60CC, XC70, V60, S60,V70 მოდელების ავტომობილებს. „ამ ტიპის პროგრამულმა ხარვეზმა შესაძლოა, მოძრაობის დროს ძრავის გათიშვა გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამას შეიძლება მოჰყვეს ზოგიერთი სისტემის, კერძოდ, საჭის და მუხრუჭის ჰიდროგამაძლიერებლის გათიშვა“, – ნათქვამია „ვოლვოს“ განცხადებაში.
მიმდინარე წლის იანვარში „ვოლვომ“ უკვე ხუთი ათასი ავტომობილი გაიწვია. მაშინ პრობლემა ძრავაში საწვავის მიწოდების შეფერხება იყო.