პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა (ფოტო)
პარიზის ცენტრში დღეს მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე დაშავდა. აფეთქება საელჩოების მახლობლად მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები. ახლომდებარე ქუჩებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
აფეთქების შედეგად სახლში ხანძარი გაჩნდა. ამის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
შეგახენებთ, რომ პარიზში 2015 წლის 13 ნოემბერს მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ პარიზში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.