ეგვიპტის თვითმფრინავის გამტაცებელთან მძევალმა სელფი გადაიღო (ფოტო)
ეგვიპტის ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავის გამტაცებელთან სეიფ ელდინ მუსტაფასთან სელფი ერთ-ერთმა მძევალმა, იტალიელმა ანდრეა ბანჩეტიმ გადაიღო, რომელმაც ფოტო სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ამ ფოტოზე მძევალი იღიმის და გამტაცებლის გვერდით დგას, რომელსაც „შაჰიდის ქამარი“ უკეთია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ყალბი იყო.
„ძალიან მინდოდა თვითმფრინავიდან გაქცევა. კარი ღია იყო და მე ეს შემეძლო. მაგრამ ვიფიქრე, რომ ამ შემთხვევაში გამტაცებელი თვითმფრინავს ააფეთქებდა. ამიტომ მისი თხოვნა შევასრულე და სელფი გადავიღე“, – წერს ბანჩეტი.
შეგახსენებთ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ალექსანდრიიდან კაიროში მიფრინავდა, სეიფ ელდინ მუსტაფამ გაიტაცა. მან პილოტებს ავიალაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკის აეროპორტში დაასმევინა.
გამტაცებელთან მოლაპარაკების შემდეგ მან მძევლების უდიდესი ნაწილი გაათავისუფლა, ხოლო მოგვიანებით ის პოლიციამ დააკავა.