პრემიერი: თანავუგრძნობ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ნანა მჭედლიძის შემოქმედება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„დიდ გულისტკივილს გამოვთქვამ რეჟისორისა და მსახიობის, ნანა მჭედლიძის გარდაცვალების გამო. ნანა მჭედლიძე მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ქართულ კინოს. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეულმა, ყველასათვის საყვარელმა რეჟისორმა მდიდარი შემოქმედება დაგვიტოვა მემკვიდრეობად. მისი სახე სამუდამოდ დარჩება ჩვენს ხსოვნაში და იმ კინოფილმებიდან გავრცელებულ ფრთიან ფრაზებში გააგრძელებს სიცოცხლეს, დღესაც სიმოვნებით რომ უყურებს ყველა თაობის მაყურებელი. თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს, ყველას, ვისთვისაც ძვირფასი და საყვარელია ნანა მჭედლიძის შემოქმედება“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები