პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 10 მარტამდე გაგრძელდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგსტრაცია 10 მარტამდე გაგრძელდება. აღნიშნულ მონაკვეთში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და უფასოდ, სახელმწიფო დაფინანსებით შეიძინოს პროფესია, რომლითაც ადვილად შეძლებს დასაქმებას.
როგორც კოლეჯ “სპექტრში“ აცხადებენ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ დასაქმების მეტი შანსი, დღეს მომსახურების სფეროსა და საინჟინრო მიმართულების სპეციალისტებს აქვთ.
“ადამიანებს, რომელთაც აქვთ მოტივაცია, უნდათ მოკლე ვადებში გადაემზადონ, მიიღონ განათლება და გახდნენ წარმატებული ადამიანები, ჩვენ შეგვიძლია, მათ მივცეთ ევროპული ხარისხის სტანდარტების განათლება და შესაბამისად დავეხმაროთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი კოლეჯის “სპექტრი” დირექტორმა – აცხადებს კოლეჯის დირექტორი მათე ტაკიძე.
“საზგადოებრივი კოლეჯი “სპექტრი” უკვე რამდენიმე წელია, მაღალკვალიფიციურ კადრებს ამზადებს სხვადასხვა მიმართულებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დასაქმების მაჩვენებებელი მაღალია.
კოლეჯი თანამშრომლობს არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ორგანიზაციებთან ფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს, კოლეჯის პროფესიული სტუდენტების პრაქტიკულ მეცადინეობას უკვე ორგანიზაციაში, სადაც ხელმძღვანელები თვითონ აკვირდებიან სტუდენტებს და დასაქმების შანსი ეძლევათ.
საზოგადოებრივ კოლეჯ “სპექტრს” აქვს ურთიერთობები უამრავ მსხვილ კომპანიასთან, რომლებმაც განახორციელეს ინვესტირება, რაც იყო უპრეცედენტო ინვესტირება პროფესიული განათლების სეგმენტში, რომელიც მოიცავს თანამედროვე ლაბორატორიებით კოლეჯის აღჭურვას, თანამედროვე ბიბლიოთეკას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, პედაგოგების გადამზადებას. თითქმის ყველა სასწავლებელი აღჭურვილი და ადაპტირებულია შშმ/სსსმ პირებისათვის“,- აცხადებენ კოლეჯში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები