პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი დამტკიცდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის სხდომაზე მთავრობის დადგენილების რამდენიმე პროექტი წარადგინეს, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეებს, 2010 წლამდე პერიოდში, ერთ შემთხვევაში, ჰქონდათ გაფორმებული ნასყიდობები და მეორე შემთხვევაში ჰქონდათ ასეევ ნასყიდობები გაფორმებული, რომელიც არ იყო დასრულებული, მათ ამ ნასყიდობების დასრულების უფლება მიეცემათ.
“კერძოდ, პირველ შემთხვევაში, როდესაც გაყიდული იყო მხოლოდ შენობა-ნაგებობა და არ იყო გაყიდული მიწა, ასეთი შემთხვევები ჩვენ გვქონდა, მანამ, სანამ “სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი” ძალაში შევიდოდა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შენობის ფართი არის უფრო მეტი, ვიდრე მათზე მიყოლებული მიწა. შესაბამისად, ამ დადგენილებთ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობებს, რომ აღნიშნულმა პირებმა, კომპანიებმა მოითხოვონ შენობის ქვეშ არსებული მიწა მთლიანად, იმისათვის, რომ მოხდეს მიკუთვნება, მიუხედავად იმისა, რა იყო ჩაწერილი საპრივატიზებო დოკუმენტაციაში. ასეთი ამ წუთში ჩვენ გვაქვს დაფიქსირებული 100-ზე მეტი განაცხადი, თუმცა რა ანალიზზსაც ვაკეთებთ, სავარაუდოდ, 250 შემთხვევაზე გავრცელდება. აქ მათ, ზუსტად ისევე, როგორც “მიკუთვნების და აღიარების შესახებ კანონშია”, მოუწევთ გარკვეული საზღაურის გადახდა, რომელიც არის ხუთმაგი წლიური საგადასახადო ოდენობის ტოლი”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერის განმარტებით, მეორე განკარგულების პროექტი ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებით იყო გადახდილი თანხები, ან არ იყო სრულად გადახდილი.
“ეს ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც დაგვიანებით იყო გადახდილი თანხები, ან არ იყო სრულად გადახდილი. ორი პრინციპი ავირჩიეთ. ერთი არის სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწებზე თუ იყო 50% ან მეტი გადახდილი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, მათ დაასრულონ პრივატიზების პროცესი და შესაბამისად მიიღონ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. არის მეორე პრინციპი – თუ ეს არის არა სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიმართულება, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეთ გადახდილი 80% ან მეტი და ჩვენ მათ მივცემთ პრივატიზების დასრულების უფლებას. ასევე ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც სრულად არის თანხა გადახდილი, მაგრამ ვადის დაგვიანებით. ასეთი შემთხვევა აღემატება 150-ს, თუმცა, ანალიზის მიხედვით, სადღაც 350 შემთხვევაზე გავალთ და ამ ადამიანებს მოვუწესრიგებთ მათი საკუთრების უფლებას, შესაძლებლობას მივცემთ, რომ მათ ნორმალურად განკარგონ თავიანთი საკუთრება. ამისათვის მათ უნდა მიმართონ განაცხადით ეკონომიკის სამინისტროს, კერძოდ, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს”, – განმარტა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები