ბელგიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ სამშობლოში დააბრუნებს

საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ბელგიაში მომხდარი ტერაქტების გამო მგზავრობის პრობლემები შეექმნათ და სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ავიაკომპანია „ატლასგლობალი“ მათ, საქართველოში უსასყიდლოდ დააბრუნებს, – ამის შესახებ „კვირას“ ავიაკომპანიიდან აცნობეს.
„თუ საქართველოს მოქალაქეებს, აეროპორტში მომხდარი ტერაქტისას, შეექმნათ პრობლემა, შეგვიძლია უსასყიდლოდ შემოგთავაზოთ სამშობლოში დაბრუნება დიუსელდორფიდან და ამსტერდამიდან ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ რეისით“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
როგორც „კვირას“ ავიაკომპანიაში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა დარეკონ ავიაკომპანია “ატლასგლობალის” თბილისის ოფისის ტელეფონზე: – 2 25 03 30.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები