მცხეთაში გამწვანების აქცია გაიმართა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, მცხეთაში გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. გიგლა აგულაშვილმა ნერგები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის, I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის, მე-12-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად დარგო. აქციის ფარგლებში, ე.წ. თეატრონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი 300-მდე ელდარის ფიჭვის, თუთის, იფანის, პავლონიასა და ტუიას სახეობის ნერგი დარგო. დეგრადირებული პარკის რეკონსტრუქციისთვის საქართველოს საპატრიარქოს ფონდმა „გაამწვანე საქართველო“ ნერგები გამოყო. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლემამ აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები