თბილისში დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

თბილისში დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს, მთელ მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც დაავადებულები არიან დაუნის სინდრომით, ასევე ისინი, ვინც მუშაობენ და ცხოვრობენ მათთან ერთად, ერთიანდებიან და ღონისძიებებს მართავენ, რომლის მთავარი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანთა უფლებების დაცვაა.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის ტრისომიით (ანომალია) გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობაა, საშუალოდ, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა, ნებისმიერ ადამიანს ეყოლოს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები