ხვალ საქართველო მერვედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს

19 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30-დან 21:30 საათამდე, მსოფლიო მეათედ, საქართველო კი უკვე მერვედ “დედამიწის საათს” აღნიშნავს. ხვალ 20:00 საათზე, „დედამიწის საათთან“ დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, „მრგვალ ბაღში“ SEU ARTPROJECT-ის ბენდის კონცერტი გაიმართება.
ჩრდილების თეატრის მსახიობები კი ღონისძიების მონაწილეებისთვის „ლაზერშოუს“ წარმოადგენენ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ქალაქ თბილისი მერია, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები