ირაკლი შიხიაშვილი და ავთანდილ თალაკვაძე ესპანეთში უმსხვილესი კომპანიის – „ტექნოვოს” წარმომადგენლებს შეხვდნენ

გრძელდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის, ირაკლი შიხიაშვილისა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსის, ავთანდილ თალაკვაძის სამუშო ვიზიტი ქალაქ მადრიდში. ესპანეთში „სერკობეს“ ორგანიზებით, საქართველოს დელეგაციას დღეს შეხვედრა ჰქონდა კომპანია „ტექნოვოს“ წარმომადგენლებთან. კომპანია „ტექნოვოს” საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა მარია დოლორესმა ქართულ დელეგაციას წარუდგინა პრეზენტაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, თავის მხრივ, ისაუბრა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ვეტერანებისთვის მობილური სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების საჭიროებებზე. ამ სერვისის უზრუნველსაყოფად კი სამომავლოდ სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრს მაღალმთიან რეგიონებში ვეტერანებისთვის სხვადასხვა სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების საშუალება უნდა გააჩნდეს. მხარეები შეთანხმდნენ, ჩატარდეს კვლევა და შემუშავდეს სამომავლო თანამშრომლობის ფორმები და შესაძლებლობები.
კომპანია „ტექნოვო“ 1986 წლიდან ითვლება ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიად მობილური ჰოსპიტალების, ამბულატორიების შექმნაში, რომელიც სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზეა დამონტაჟებული და პროექტები 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს განხორციელებული. კომპანია თანამშრომლობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ნატოს სტანდარტებით გათვალისწინებულ მომსახურებას ეწევა სხვადასხვა ქვეყნებში. შეხვედრის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, საქართველოშიც განახორციელონ ვეტერანებისათვის ზემოთ ხსენებული სერვისი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები