გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩთან, პასკალ მონიესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგს.
გიორგი კვირიკაშვილმა პასკალ მონიეს წარმატებები უსურვა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტზე და ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების იმედი გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები