მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ამერიკის სენატსა და კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს.
მინისტრი კონგრესმენებთან ჯეფ მილერთან (R-FL), ჯონ შიმკუსთან (R-IL) და ნიტა მ. ლოუვისთან (D-New York) შეხვდა.
კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. განსაკუთრებით ხაზი გაესვა თანამშრომლობას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით. აღინიშნა შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
„საქართველო მიუხედავად გამოწვევებისა დასავლეთისკენ მიისწრაფვის და ცდილობს შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, მიიღოს მაქსიმალური წინსვლა ევროპასთან ვაჭრობის თვალსაზრისით, ასევე გაიზიაროს თავისუფლების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის ის ფასეულობები, რაც დასავლეთს გააჩნია და ქვეყანა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის“, – აღნიშნა კონგრესმენმა ჯონ შიმსკუსმა შეხვედრის დასრულების შემდგომ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა კონგრესმენები საქართველოში მოიწვია. მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში კონგრესსა და სენატში შეხვედრებს განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები