სენატორი მაკკონელი საქართველოს მხარდაჭერას დაჰპირდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სენატის უმრავლესობის ლიდერთან, სენატორ მიტჩ მაკკონელთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე სენატორთან საუბარი საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ვაშინგტონის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

მიხეილ ჯანელიძემ სენატორ მაკკონელის ინფორმაცია მიაწოდა იმ პროგრესზე, რაც საქართველოს გააჩნია ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ დღის წესრიგში, ისაუბრეს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ვარშავის სამიტზე და ალიანსში ინტეგრაციის პროცესში შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

სენატორთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებს.

მიტჩ მაკკონელმა ქართულ მხარეს აღუთქვა შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა საქართველოს განვითარების, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები