გრიგორი კარასინი: ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, ჩვენ მოთმინებასაც აქვს საზღვარი

ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, – ამის შესახებ პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა საქართველოში მზარდ ანტირუსულ რიტორიკაზე საუბრისას განაცხადა. შესაბამისი განცხადება, კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
“დღეს მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის თბილისში საერთაშორისო არენაზე საზოგადო მოღვაწეების მხრიდან, თუმცა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ყველაზე საწყენია, რომ მსგავსი განცხადებები ოფიციალური პირებისგან, პოლიტკოსებისგან, მინისტრებისგან, პრეზიდენტისგანაც კი ისმის. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როცა არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ან კონფრონტაციას დავუბრუნდეთ ან თანდათან დავალაგოთ ნორმალური, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
გრიგორი კარასინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც გააკრიტიკა.
“ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამძაფროს თავისი პოზიცია, რადგან აჩვენონ, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები და შეურიგებლები არიან რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი,“ – განაცხადა კარასინმა.
გრიგორი კარასინმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები კონფრონტაციის რეჟიმიდან გამოვიდა.
“ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანი ორხმივი ურთიერთობების ფილოსოფიური მიდგომების ეტაპობრივი შეცვლაა, უფრო მეტი კონსრუქციულობისა და ხალხთაშორის ურთიერთობების გაღრმავებით. რაღაც საკითხბეში შედეგების მიღწევა შევძელით. ურთიერთობა სააკაშვილის მმართველობის პერიოდისთვის დამახასიათებელი კონფრონტაციული რეჟიმიდან გამოვიდა, ვცდილობთ მივაღწიოთ შედეგებს სხვა პრაქტიკული მიმართულებითაც”, – აღნიშნა კარასინმა.
უკვე ცნობილია, რომ მოლაპარაკებებზე არ განიხილება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების, ასევე სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები