გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ახალი ეკონომიკური მრჩევლი წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პრეზიდენტის ახალ ეკონომიკურ მრჩევლად მაია მელიქიძე წარადგინა.
როგორც აბაშიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპერტებით დაკომპლექტებულმა საბჭომ მაია მელიქიძე 3 ფავორიტ კანდიდატთა შორის გამოარჩია. მისი თქმით, მელიქიძეს, 12-წლიანი გამოცდილება აქვს კერძო სექტორში მუშაობის, ასევე არასამთავრობო საქმიანობასაც ეწეოდა და ილიას უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია.
როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა, ის პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის მიერ აღებული კურსის შენარჩუნებას აპირებს. მისი თქმით, ბოლო სამუშაო ადგილი „ლიბერთი ბანკი“ იყო.
„შევინარჩუნებ კურსს, რაც აღებული აქვს პრეზიდენტსა და ადმინისტრაციას. ჩემი კვალიფიკაცია და ცოდნა იმედია, გამოადგება ქვეყანას. ყოველთვის მზად ვარ კომუნიკაციისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ახალმა მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები