საქართველოში აკრედიტებული ელჩები ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები ფარული ჩანაწერების გავრცელების გამო შეშფოთებას გამოხატავენ. ელჩების სამუშაო ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც უცხოელი დიპლომატები აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები იმ დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფაა, რომელზეც საქართველო დაფუძნდა.
“ჩვენ ვგმობთ მსგავსი ბოროტი განზრახვების ყველა ფორმას და მივესალმებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდასაჭერად გაკეთებულ მკაცრ განცხადებებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები