“გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე, თუ არ ვცდები, თვითონვე საუბრობდნენ იმაზე, რომ 2012 წლამდე მათაც კი უღებდნენ”

„გიგი უგულავა, დათო ბაქრაძე, თუ არ ვცდები, თვითონვე საუბრობდნენ იმაზე, რომ 2012 წლამდე მათაც კი უღებდნენ საკუთარ მეუღლეებთან ერთად“, – ამის შესახებ ტელეჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.
ტელეჟურნალისტმა გადაცემის მსვლელობის დროს კიდევ ერთხელ გაიხსენა, ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები.
„მე ვამბობ, რომ მე მქონდა ინფორმაცია, არ ვიცი ეს რამდენად დამაჯერებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას რომ არ მაქვს კითხვის ნიშანი, ხომ არ ვარ გადაღებული 2012 წლის შემდეგ. მე ვიცი ერთი რამ, ის რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება, ყოველგვარ ზღვარს გადაცილებულია, ტერაქტი იყო- მეთქი- ვთქვი ადამიანების. არ დავასახელებ იმ პოლიტიკოსს, მაგრამ ის რაც ჩვენ ვნახეთ პარასევს, იმ პოლიტიკოსს, რომელსაც ეს კადრები გამოუყარეს, მე მეგონა რომ გული გაუსკდებოდა ან თავს მოიკლავდა“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები