კვიპროსი ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანების დაბლოკვას აპირებს

კვიპროსი აპირებს, დაბლოკოს ევროკავშირში თურქეთის შესვლა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. როგორც კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირში თურქეთის შესვლას იქამდე დაბლოკავს, ვიდრე ანკარა კვიპროსს სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით არ აღიარებს.
„მე გავაცანი ევროპის საბჭოს თავმჯდომარეს, დონალდ ტუსკს ჩვენი პოზიცია. კვიპროსის რესპუბლიკა არ დათანხმდება მოლაპარაკების დაწყებას, ვიდრე თურქეთი თავის ვალდებულებებს არ შეასრულებს“, – განაცხადა ანასტასიადისმა. კვიპროსის მეთაურმა ტუსკთან მოლაპარაკება გამართა ევროკავშირსა და თურქეთს შორის ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც ევროპაში მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად იქნება მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები