განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
როგორც „კვირას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრი თამარ სანიკიძე მზად არის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს დღეს 20.00 საათზე სამინისტროს შენობაში შეხვდეს.
“სამინისტრო მიმართავს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, შეარჩიოს პარიტეტული პრინციპით ყველა დაინტერესებული ჯგუფის წარმომადგენელი, რათა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დღეს, 20:00-ზე გაიმართოს შეხვედრა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დაავალა, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს შეხვედრის ორგანიზება პარიტეტულ საწყისებზე სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან, აკადემიურ პერსონალთან და ხელმძღვანელ პირებთან, რათა მოხდეს შექმნილი პრობლემის უმოკლეს ვადებში გადაჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები