გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა. საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბი“ არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება – კეთილი საქმე“ ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაშენების პირას მყოფი, ტბის/მდინარის 120 -მდე კალმახის გაშვება მდინარეში.
პროექტი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში. ღონისძიებას სპორტული და სამოყვარულო თევჭერის ფედერაციის წარმომადგენლები და სპინინგით თევზჭერის ფედერაციის წარმომადგენლები ეწსრებოდნენ. პრეოქტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეებში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან“ ამოღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები