თეა წულუკიანი: ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას და შიშის გამო გაქცევას არ ვაპირებთ

“ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს” – ამ სიტყვებით ეხმაურება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პირადი ცხოვრების ამსამხველ მორიგ ვიდეოკადრებს, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა, ეს უმსგავსობა, გამოიძიოს.
„ჩვენი ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, შემქმნელები და გამავრცელებლები იყვნენ იდენტიფიცირებულნი. თუ მსგავსი გაგრძელდება, ეს ჩვენ ხელისუფლებას ვერ დაანგრევს. ხელისუფლებასა და მედიაში მყოფ ქალებს ეს ვერ შეგვაშინებს. ეს არის განწირული დარტყმები. ჩვენ, ქალები გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას იქ, სადაც ვართ და არავის შიშის გამო არასად გაქცევას არ ვაპირებთ. ყველა უნდა ვიდგეთ ერთ პოზიციაზე, დავიცვათ ერთმანეთი და ვიყოთ სოლიდარულები“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები