სალომე ზურაბიშვილი: ამ კადრებს ცხრა წლის განმავლობაში სისტემა იღებდა

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობდა სისტემა, რომელმაც დანერგა ტერორის და ზეწოლის ეს ფორმა“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, სალომე ზურაბიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, გარკვეულ ძალებს აწყობთ ქვეყანაში არეულობა. მისი თქმით, არსებობდა სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში, აგროვებდა პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოებს და რომელმაც ტერორის ეს ფორმა დანერგა.
„არ უნდა დავივიწყოთ, რომ არსებობდა სისტემა, რომელმაც დანერგა ტერორის და ზეწოლის ეს ფორმა. ამ კადრებს ცხრა წლის მანძილზე ეს სისტემა იღებდა და აგროვებდა. დღეს, ზოგიერთ ძალას აწყობს საზოგადოებაში არეულობა. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ეს ბოლომდე გამოიძიოს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
კითხვაზე, გარკვეულ ძალებში იგულისხმება თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული, ეს ასეც იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები