„ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლები ხულოს ახალგაზრდულ საკრებულოს ეწვივნენ

პროექტ „ახალგაზრდული საკრებულოების“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით შეხვედრები დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ხულოში გაიმართა.
„ადამიანი, კანონი, თავისუფლებას“ წარმომადგენლებმა ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკრებულოში გაცნობითი შეხვედრა გამართეს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ახლგაზრდა დეპუტატები აქტიურად მუშაობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის: ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობა; გენდერული თანასწორობა და სხვ. ასევე, აქტიურად არიან ჩართულნი საქველმოქმედო ღონისძიებების განხორციელებაში, კერძოდ, ეხმარებიან სოციალურად დაუცველ ადამიანებს.
შეხვედრაზე შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ახალი შემეცნებითი ერთობლივი პროექტებიც დაიგეგმა. „შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოსა და აჭარის რეგიონის მენეჯერთან. ვისაუბრეთ აქტუალურ საკითხებზე, პრობლემათა გადაჭრის გზებზე, ცოდნის არეალის გაზრდის და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე, დავსახეთ სამომავლო გეგმები, შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო“, – განაცხადეს TVFree – სთან საუბარში „ადამიანი, კანონი, თავისუფლების“ წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები