“ბრაიზამ მომწერა, აღარ ვიცი, რა ვქნა, რა ენაზე ვიმეტყველოო“

  ბრაიზამ მომწერა, აღარ ვიცი, რა ვქნა, რა ენაზე ვიმეტყველოო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეთიუ ბრაიზას ტელევიზიით გავრცელებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების გამო დასავლეთში მიიჩნევენ, რომ საქართველო მაპს არ იმსახურებს. “ბრაიზამ მომწერა, აღარ ვიცი რა ვქნა, რა ენაზე ვიმეტყველო, ჩემს ყველა ნათქვამ სიტყვას საქართველოში რაღაც სხვანაირად თარგმნიან, არ მითქვამს ასეთი რამ, რომ საქართველოს მაპი აღარ ეკუთვნის და მას შესაძლოა, პრობლემები შეექმნას მაპის მიღებასთან დაკავშირებითო. არ მითქვამს ასეთი რამ და ვინ საიდან მოიტანა, არ ვიციო. მე დავამშვიდე და ვუთხარი, შენ არ ხარ ერთადერთი, ვისი სიტყვებიც სხვანაირად იქნება ინტერპრეტირებული-მეთქი”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები