“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბარნოვის განცხადებას ეხმაურებიან და პარტიაში დაპირისპირებას უარყოფენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის თავმჯდომარის, ანდრო ბარნოვის განცხადებას გამოეხმაურნენ, სადაც ის პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა. უმცირესობის წევრები პარტიის შიგნით არსებულ დაპირისპირებასა და პრობლემებს არ აღიარებენ.
მათი განმარტებით, პარტია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და რაც მთავარია, საპარლამენტო არჩევნებისთვისაც ემზადება.
„რატომ ფიქრობთ, რომ მე ამ პიროვნების სტატუსზე დრო უნდა დავკარგო და ან თქვენ რატომ კარგავთ დროს, ასეთი საპატივსაცემო კომპანია, ჩემთვის ეს ადამიანი საინტერესო არ არის, კაი ხანია წავიდა პარტიიდან“, – განაცხადა უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ანდრო ბარნოვმა  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ენმ-ში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობდა. მისი თქმით, ბოლო პერიოდის მანძილზე პარტიამ უამრავი შეცდომა დაუშვა და ახალგაზრდა ლიდერებისთვის არ გაიხსნა. კოალიციის ყოფილი წევრის განცხადებით, ენმ არა მებრძოლთა პარტიაა, არამედ უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები