გივი ბერიკაშვილი: თუ არ გამოჰკითხე მოსახლეობა, როგორ გაიგებ, რა აწუხებს?!

მსახიობი გივი ბერიკაშვილი ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში საზოგადოების გამოკითხვასა და მათი პრობლემების ერთად თავმოყრის ინიციატივას დადებითად აფასებს.
მისი თქმით, სწორედ უშუალოდ მოსახლეობისგან უნდა მოხდეს მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიღება.
„თუ არ გამოჰკითხე მოსახლეობა, როგორ გაიგებ, რა პრობლემები აწუხებს?! ძალიანაც საჭიროა მსგავსი გამოკითხვები. ხალხი იტყვის, რა სტკივა მას. ჯანდაცვის სფეროში, წინანდელთან შედარებით, ორჯერ უკეთესი მდგომარეობაა. ნელ-ნელა სიკეთისკენ წავიდა ყველაფერი. ნახეთ, რამდენი დახმარება აქვს საზოგადოებას! ყველაზე მეტი რეფორმა ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა. მინისტრიც ძალიან კარგი და საყვარელი ბიჭია,“- ამბობს გივი ბერიკაშვილი.
სოციალური ინიციატივა – „რა გაწუხებთ?“ ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროექტია. მოსახლეობის გამოკითხვა, სამედიცინო სფეროში მათი პრობლემების, საჭიროებების გამოსავლენად, გრძელდება. „გლობალური ალიანსიც“ აგრძელებს კონსულტაციებს და ამ გამოკითხვის შედეგები შემდგომ რეფორმებში აისახება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები