ჩეხეთში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ჩეხეთში „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ქვეყნის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაციაში დაზუსტებული არ არის, სად იმყოფებოდნენ ეს ადამიანები და იმყოფებოდნენ თუ არა ისინი იმ ქვეყნებში, სადაც ამ დაავადების ეპიდემია დაფიქსირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსი მსოფლიო მასშტაბის საფრთხეებს შორის დაასახელა. დაავადება, ძირითადად, ორსული ქალებისთვის არის საშიში. ის ახალშობილის მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს. ბრაზილიაში ამ დიაგნოზით რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, „ზიკას“ ვირუსთან საბრძოლველად 56 მილიონი დოლარია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები