ალექსეი ნავალნის ტორტი ესროლეს

რუს ოპოზიციონერს, რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელს, ალექსეი ნავალნის ფონდის შენობასთან ტორტი ესროლეს. სააგენტო „რბკ“-ს ცნობით, ნავალნის ორი ტორტი მოარტყეს.
„ჩვენი ოფისის შესასვლელთან ვიღაც ჯამბაზებმა ორი ტორტი მესროლეს და გაიქცნენ“, – დაწერა ნავალნიმ ტვიტერში.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ მსგავსი თავდასხმა მეორე რუს ოპოზიციონერზე, პარტია „პარნასის“ ლიდერზე, მიხეილ კასიანოვზე მოხდა. მას ტორტი მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში ესროლეს. მანამდე კი კასიანოვს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ემუქრებოდა. მან ინსტაგრამში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც კასიანოვი სნაიპერის შაშხანის სამიზნეშია ნაჩვენები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები