უნგრეთის ხელისუფლება: ნატომ საქართველოს და მაკედონიას კარი უნდა გაუხსნას

იმ შემთხევვაში, თუ ნატო გაფართოებას არ გააგრძელებს, ალიანსის მიმართ ნდობა დაიკარგება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა.
უნგრელი მინისტრის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა მონტენეგროს გაწევრიანების პროცესი უნდა დაასრულოს და საქართველოსა და მაკედონიისთვის ნატოს კარი ღია დატოვოს.
ცნობისთვის, მონტენეგრომ ნატოს გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან ალიანსში ოფიციალური მიწვევა 2015 წლის ბოლოს მიიღო. მოლაპარაკება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგ მისი რატიფიცირების პროცედურა დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები