ჟურნალისტის შეკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები 500 მანათით დაჯარიმდებიან

აზერბაიჯანში მედიისა და ტელემაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევაზე პარლამენტმა სანქციები გაამკაცრა. კანონის 382-ზე მუხლში მითითებულია, რომ ჟურნალისტის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ, თანამდებობის პირის მიერ კანონით განსაზღვრულ ვადებში ჟურნალისტური განაცხადის უპასუხოდ დატოვება, ადრე მოქმედი 40-70 მანათის ნაცვლად, 200- 300 მანათით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ჟურნალისტისთვის ინფორმაციის მიღებაში ხელის შეშლა ან უარის თქმა, კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გარდა, 300-500 მანათით დაჯარიმებას გამოიწვევს. მედიის პროდუქციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში ფიზიკური პირები 100-150, ხოლო თანამდებობის პირები 300-დან 500 მანათამდე დაჯარიმდებიან. ძველი მოქმედი კანონით თანამდებობის პირები 30-50 მანათით ჯარიმდებოდნენ. რაც შეეხება ტელერადიომაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევას, თანამდებობის პირები 300-600 მანათით, ხოლო იურიდიული პირები – 1000 – 2000 მანათით დაჯარიმდებიან.
ყველაზე მაღალ ჯარიმებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების უკანონო დაფინანსება ითვალისწინებს. ფიზიკური პირები ამ შემთხვევაში 1000 – 1500 მანათით, თანამდებობის პირები 2 500 – 3 500 მანათით, ხოლო იურიდიული პირები 8 000 – 10 000 მანათით დაჯარიმდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები