ავსტრალია 20 უახლესი წყალქვეშა ნავის შეძენას გეგმავს

მომდევნო 10 წლის განმავლობაში ავსტრალია სამხედრო ბიუჯეტს 20 მილიარდი დოლარით გაზრდის. ამის შემდეგ სამხედრო ხარჯები 195 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ბიუჯეტის პროექტში აღნიშნულია, რომ თანხების უდიდესი ნაწილი ფლოტის მოდერნიზაციისთვის იქნება მიმართული. ავსტრალია 12 ახალი წყალქვეშა ნავის შეძენას აპირებს. მათი მშენებლობისთვის ბიუჯეტში 20 მილიარდი დოლარია გამოყოფილი. თუმცა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ეს თანხა შესაძლოა, 50 მილიარდამდე გაიზარდოს.
ამჟამად ავსტრალიის ხელისუფლება ფიქრობს, ვის ააშენებინოს ახალი წყალქვეშა ხომალდები. ეს შეიძლება იყოს ფრანგული, იაპონური ან გერმანული კომპანიები. ავსტრალიის საზღვაო ფლოტში ახლა 6 იაპონური წყალქვეშა ნავია. წყალქვეშა ნავების გარდა, ავსტრალია ცხრა ფრეგატის და სანაპირო დაცვის რამდენიმე გემის შეძენას გეგმავს.მათი მომსახურებისთვის 5 ათასი ადამიანი იქნება აუცილებელი. ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების პროგრამა ასევე ახალი თვითმფრინავების და ჯავშანტრანსპორტიორების შეძენას ითვალისწინებს. ამის მიზეზად თავდაცვის სამინისტრო ჩინეთის მხრიდან საფრთხის ზრდას ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები