საერთაშორისო სავალუტო ფონდი – მსოფლიოს ეკონომიკა სუსტდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დასკვნის მიხედვით, მსოფლიოს ეკონომიკა სუსტდება და ძლიერი რყევების წინაშე ძალზე დაუცველია. ეკონომიკის ვარდნა ფინანსური არასტაბილურობის და აქტივებზე ფასების კლების პარალელურად ხდება.
დასკვანაში ასევე აღნიშნულია, რომ მსოფლიოს უდიდესი ეკონომოკის მქონე ქვეყნების ზრდა შენელებულია, ხოლო ეკონომიკური ზრდის აღდგენა ამ ქვეყნებში მოთხოვნილების შემცირებით არის გამოწვეული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოხსენება „დიდი ოცეულის“ ქვეყნების შეხვედრამდე გამოქვეყნდა, რომელიც მიმდინარე კვირას შანხაიში გაიმართება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკის გლობალური ზრდის პროგნოზი დასწია. ახალი პროგმოზის მიხედვით, მიმდინარე წელს მისი ზრდა 3,5%, ხოლო 2017 წელს 3,6 % იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები