რაკეტა Falcon-ის გაშვება ერთი დღე-ღამით გადაიდო

კომპანია SpaceX-მა ცუდი ამინდის გამო რაკეტა Falcon-ის გაშვება ერთი დღე-ღამით გადადო. რაკეტამ ორბიტაზე კავშირგაბმულობის თანამგზავრი SES-9 უნდა გაიყვანოს. SpaceX-ში აცხადებენ, რომ არანაირ ტექნიკურ პრობლემებზე საუბარი არ არის. რაკეტის გაშვების შემდეგ მისი პირველი საფეხური ატლანტის ოკეანეში მცურავ პლატფორმაზე უნდა დასვან. აქამდე პირველი საფეხურის დასმა წარმატებით მხოლოდ ერთხელ დასრულდა. თავდაპირველად კავშირგაბმულობის თანამგზავრი კოსმოსში გასულ წელს უნდა გაეშვათ. მაშინ მისი სტარტი წინა რაკეტის აფეთქების გამო გადაიდო, რომელსაც გასული წლის ივნისში ორბიტაზე სატვირთო ხომალდი უნდა გაეყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები