„გაზპრომმა“ იტალიურ და ბერძნულ კომპანიებთან მემორანდუმს ხელი მოაწერა

„რუსულმა გაზპრომმა“, იტალიურმა კომპანია Edison SpA-მ და ბერძნულმა DEPA SA-მ გაზის მიწოდების შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
ამ დოკუმენტის მიხედვით გაზის ტრანსპორტირება შავი ზღვის ფსკერზე არსებული გაზსადენით საბერძნეთსა და იტალიაში მოხდება.
სააგენტო „რეგნუმის“ ინფორმაციით, დოკუმენტს რომში ხელი მოაწერეს „გაზპრომის“ მმართველობის თავმჯდომარემ, ალექსეი მილერმა, Edison SpA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ბენაიუნმა და DEPA SA-ს ხელმძღვანელმა, ტეოდორას კიტსაკოსმა.
„გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბუნებრივი აირი საბერძნეთს, იტალიას და ამ ქვეყნების გავლით ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც მიეწოდება.
ცნობისთვის, „სამხრეთ ნაკადის“ მშენებლობა, რომელსაც თურქეთის ტერიტორიაზე უნდა გაევლო, მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუარესების გამო შეჩერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები