„ისლამური სახელმწიფო“ ბომბების შესაქმნელად 20 ქვეყნის კომპანიების კომპონენტებს იყენებს

„ისლამური სახელმწიფოს“ „ბიევიკები“ ასაფეთქებელი მოწყობილობების შესაქმნელად 20 ქვეყანაში წარმოებულ კომპონენტებს იყენებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევებშია ნათქვამი.
Conflict Armament Research-ის დასკვნის მიხედვით, ისლამისტები ბომბების წარმოებას „სამრეწველო მასშტაბს“ ანიჭებენ. ასაფეთქებელი მოწყობილობების კომპონენტების უმეტესობას თურქული და ერაყული კომპანიები აწარმოებენ. „ბოევიკები“ ბომბებში ასევე ამერიკულ, ბრაზილიურ, ჩინურ და იაპონურ კომპონენტებს იყენებენ.
ექსპერტების დასკვნის მიხედვით, „ისლამური სახელმწიფო“ ბომბებისთვის ყველაზე ხშირად ამონიუმის ნიტრატს იყენებს, ხოლო ბომბის დისტანციური მართვისთვის – მობილურ ტელეფონს „ნოკია – 105“-ს. Conflict Armament Research-ის დასკვნაში მითითებულია, რომ „ბოევიკებს“უპრობლემოდ შეუძლიათ ბომბის წარმოებისთვის აუცილებელი მასალების შეძენა, რომლებიც რეგიონის სავაჭრო ქსელებში თავისუფლად იყიდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები