გლდანის მოსახლეობასა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, გლდანის რაიონში, დღეს საღამოდან, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორც “კვირას“ კომპანიიდან აცნობეს, წყალსადენის 1400 მმ-იანი მაგისტრალის ავარიულად დაზიანებულ მონაკვეთზე, სამუშაოები სოფელ გლდანის მიმდებარე ტერიტორიაძე, გაზის დასახლებაში ჩატარდება.

სამუშაოები, რომელსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დღეს, საღამოს 8 საათიდან დაიწყებს, ხვალ დილით დასრულდება. ამ მიზნით, დღეს, 20:00 საათიდან, ხვალ, 25 თებერვლის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: თემქის III, გლდანის მასივის III, IIIა, V, VI, VII, VIII მ/რაიონებს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის N8 დაწესებულებას; ანდრონიკაშვილის, ბიჭვინთის, რევოლუციისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გლდანის რაიონის ზოგიერთ დასახლებას.

ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება ხვალ, დილის 9 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უკვე მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის: http://www.gwp.ge/ka/gadaudebeli მეშვეობით.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ შექმნილი დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები