კომპანია Apple-ს გამოძიებასთან თანამშრომლობის დასაწყებად სამი დღე მისცეს

კომპანია Apple-ს სამი დღის ვადა მისცეს, რომ მან აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობა დაიწყოს. ეს გადაწყვეტილება კალიფორნიის სასამართლომ მიიღო.
CNBC-ის ცნობით, კომპანიამ თავისი გადაწყვეტილების შესახებ 26 თებერვალს უნდა განაცხადოს. 16 თებერვალს სასამართლომ Apple-ს ხუთდღიანი ვადა მისცა. რათა იგი სან-ბერნარდინოში მომხდარი თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილის ტელეფონის „გატეხვაში“ გამოძიებას დაეხმაროს.
Apple-ის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია ამას შეეწინააღმდეგება. კუკის ამ განცხადებას Google-მა Facebook-მა და WhatsApp-მა მხარი დაუჭირეს.
გამოცემა The Daily Beast-ის ცნობით, მხოლოდ 2008 წელს Apple-მა სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად 70 შემთხვევაში გამოძიებას სმარტფონებში არსებულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალება მისცა. თუმცა უმეტეს შემთხვევაში Apple ასეთი გადაწყვეტილებების წინააღმდეგია. სან-ბერბარდინოში ტერორისტების თავდასხმა გასული წლის დეკემბერში მოხდა. საიდ ფარუკი და მისი მეუღლე, ტეშვინ მალიკი შშმ პირების დახმარების ცენტრში შევარდნენ და სროლა ატეხეს. ტერაქტის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა და 21 დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები