ევროკავშირი თურქეთს ლტოლვილების პრობლემის მოსაგვარებლად სამ მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი თურქეთს სირიიდან ლტოლვილების მისაღებად და დასაბინავებლად სამ მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამ საკითხზე მარტის დასაწყისში სპეციალური სამიტი გაიმართება. ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის დონალდ ტუსკის განცხადებით, თურქეთმა და ევროკავშირმა ერთობლივი მოქმედების გეგმა უნდა შეიმუშაონ.
ცნობისთვის, 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში მილიონზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. ეს ყველაზე სერიოზული მიგრაციული კრიზისია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ევროკაშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ავსტრიამ განაცხადეს, რომ წელს მიგრანტების მიღებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები