შსს-ს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

 შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოსა და ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის 50-მა თანამშრომელმა, ლეიკემიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღო. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მეოთხე წელია სისტემატურად მონაწილეობს აქციაში: „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“. აქციის მიზანია ლეიკემიით დაავადებული მოზარდებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. შსს-ს თანამშრომლები აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები