ზურაბ ნეფარიძის შუამდგომლობით ისანში გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ დედაქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან და რაიონის გამგებელთან, ვახტანგ ქიზიყურაშვილთან ერთად, სამგორის #18-ში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა და იქ მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დეპუტატის შუამდგომლობით გზის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 3000 მ2 ტერიტორიაზე ბორდიურებისა და სათამაშო მოედნის მოწყობაა დაგეგმილი. ზურაბ ნეფარიძის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი 40 წელზე მეტია, არ შეკეთებულა, რაც პრობლემას უქმნიდა როგორც სასწრაფო – სამედიცინო და სამაშველო, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილებას. აღნიშნული პროექტი, რომელიც მოსახლეობის თხოვნისა და რაიონის მაჟორიტარის უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება, იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები