“აშშ ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში დაგვეხმარება“

  აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში, დაგვეხმარებიან ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში -ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე საუბრისას განაცხადა. პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა.
“სხვათა შორის, აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მიმართვის შემთხვევაში, დაგვეხმარებიან ჟვანიას საქმის ხელახალ გამოძიებაში. ასეთი შეთავაზება არ იქნებოდა, ამერიკის მხარეს რომ ჰქონდეს პოზიცია – ჩვენ საქმე სრულად გამოვიძიეთ და კითხვები აღარ გვაქვსო. წინა ხელისუფლებამ ამერიკელებს გამოძიებაში მონაწილეობა იმ დოზით მიაღებინა, რა დოზითაც სჭირდებოდა” , -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები