ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ჟინვალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა, რომელშიც ქალი და მამაკაცი იმყოფებოდნენ, საპირისპირო მხრიდან მომავალ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები