კოლუმბიაში ზიკას ვირუსი 5 000 ორსულ ქალს დაუდგინდა

კოლუმბიაში 5 ათასზე მეტი ორსული ქალი ზიკას ვირუსის მატარებელია. ეს მონაცემები ჯანდაცვის ნაციონალურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. მთლიანად კი ქვეყენაში ამ დაავადების 31 ათასი შემთხვევაა რეგისტრირებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად ზიკას ციებ-ცხელების წინააღმდეგ რამდენიმე ვაქცინის შექმნა მიმდინარეობს, მაგრამ მათი სრულფასოვანი გამოცდა მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მოხდება. დაავადება, ხშირ შემთხვევაში, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. ძირითადად, ვირუსი საფრთეს ორსული ქალებისთვის წარმოადგენს, რადგან ახალშობილთა მიკროცეფალიის გამოწვევა შეუძლია. დაავადებული ბავშვები პატარა თავით და თავის ტვინის მოშლილი ფუნქციებით იბადებიან.
ბრაზილიაში მიკროცეფალიის დიაგნოზით უკვე რამდენიმე ათასი ბავშვი დაიბადა. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზაფხულის დადგომასთან ერთად ზიკას ვირუსი შეიძლება ევროპაშიც გავრცელდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები