ასადი სირიის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარებას გეგმავს

სირიის პორეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებით, სამთავრობო ძალებს სირიის მთელი ტერიტორიის დაკავება შეუძლიათ, მაგრამ კონფლიქტში სხვა ქვეყნების ჩარევის გამო ამას დიდი დრო დასჭირდება.
„თუ თურქეთიდან, იორდანიიდან და ერაყიდან ოპოზიციური ძალებისთვის დახმარება შეწყდება, ეს პრობლემა ერთი წლის განმავლობაში მოგვარდება“, – განაცხადა ბაშარ ასადმა.
ასადმა მხარი დაუჭირა სირიის კრიზისზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, მაგრამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკება ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლის შეჩერებას არ ნიშნავს.
ასადმა ეს კომენტარი სააგენტო „ფრანს პრესს“ რამდენიმე დღის წინ მისცა. სწორედ იმ დღეს მიუნხენში სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იყო მიღწეული.
საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შეთანხმება აშშ-ის, რუსეთის და კიდევ 15 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააფორმეს. ის ერთი კვირის განმავლობაში უნდა შევიდეს ძალაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები