პაკისტანის პრეზიდენტი ქვეყანაში ვალენტინობის აღნიშვნის წინააღმდეგ გამოვიდა

პაკისტანის პრეზიდენტი ქვეყანაში წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნის წინააღმდეგ გამოვიდა. მანმუნ ჰუსეინის თქმით, ამ დღესასწაულს პაკისტანურ და ისლამურ კულტურასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ეს განცხადება პაკისტანის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში მდებარე კოჰათის პროვინციაში წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებული სუვენირების გაყიდვა აიკრძალა.
სიყვარულის დღის აღნიშვნა პეშავარის ხელისუფლებამაც აკრძალა, რომელმაც ამ დღესასწაულს „უაზრო დღე“ უწოდა.
ამასთან, პაკისტანის მრავალი მოქალაქე ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მოგვიანებით, ორივე რეგიონის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ვალენტინობის აღნიშვნის აკრძალვა ძალიან არაპოპულარული ნაბიჯია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები