უკრაინული მედია – სააკაშვილი ავაკოვს ჯერ უკრაინის პრემიერობას სთავაზობდა, შემდეგ კი ქურდს უწოდებდა

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს არსენ ავაკოვს ჯერ უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა, შემდეგ კი ქურდი უწოდა. ამის შესახებ გამოცემა „ზერკალო.ნედელი-უკრაინა“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილმა ავაკოვს შემდეგი რამ უთხრა: „მოდი, შენ იყავი პრემიერი, მე კი ვიქნები ვიცე-პრემიერი“. მოგვიანებით კი სააკაშვილსა და ავაკოვს შორის ცნობილი სკანდალი მოხდა, როდესაც ოდესის გუბერნატორმა შინაგან საქმეთა მინისტრს ქურდი უწოდა, ხოლო მინისტრმა გუბერნატორს ჭიქა ესროლა.
ამავე გამოცემასთან ინტერვიუში არსენ ავაკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციაში იქნება და „დამოუკიდებლად ცურვას“ შეეცდება.
სახელმწიფო ხელისუფლების სისტემასთან დაკავშირებით ავაკოვმა აღნიშნა, რომ ის ხუთი კოალიციური ფრაქციის შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. მინისტრი ამბობს, რომ პრობლემების მოსაგვარებლად ამა თუ იმ თანამდებობაზე მყოფი ადამიანის შეცვლა საკმარისი არ არის და აუცილებელია სისტემური გადაწყვეტილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები