ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა

ტაივანში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 115-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის დაკარგულად ორი ადამიანი ითვლება. მათი ცხედრები, სავარაუდოდ, 17-სართულიანი სახლის ნანგრევებშია მოყოლილი.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,4 შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგებს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ათეულობით შენობის ნგრევა მოჰყვა. დაღუპულთა ძირითადი ნაწილი 17-სართულიან კომპლექსში ცხოვრობდა. სახლის შმენებელი კომპანიის ხელმძღვანელი დაკავებულია.
15 თებერვალი ტაივანში გლოვის დღეა. გლოვა მთვარის კალენდრით ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები